მოგზაურობა გურჯისტანიდან სპარსეთში, ანუ 400 წლის უნახავი სამშობლოს სიყვარული

მოგზაურობა გურჯისტანიდან სპარსეთში, ანუ 400 წლის უნახავი სამშობლოს სიყვარული

Iran 2იყო და არა იყო რა, ადამიანებს შორის პატივისცემასა და სიყვარულზე უკეთესი რა იქნებოდა?! იყო სპარსეთი და მის სამიზნეში მოხვედრილი ქართველი ერის ბარაქიანი მიწა-წყალი, ახლა კი მსოფლიოს გეოპოლიტიკური რუკიდან ცალკე სახელმწიფოებად მომღიმარი საქართველოს რესპუბლიკა და ირანის ისლამური რესპუბლიკა.

სკოლაში საბჭოთა ნანგრევებზე „ხელახლააწყობილი“ განათლების სისტემა საქართველოს ბედკრულ ისტორიას მთელი სიმძაფრით და რომანტიზმით გვაცნობდა: გვიყვებოდნენ ქვეყნის მაოხრებელ დამპყრობლებზე, რომლებმაც მაინც ვერ გადაგვაჯიშეს. დამპყრობლებს შორის კი შაჰების მთელი თაობების მიერ ჩადენილი „საქმენი საგმირონი“ გვხვდებოდა.

Iran 3021-ე საუკუნის საქართველოს ევროკავშირმა აქტიურად შემოგვიძახა: „მობრძანდი Schengenაცვალეო“, ხოდა ჩვენც აქტიურად მივაშურეთ ისტორიულ საბუდარს. თუმცა, დასავლური ცივილიზაციის მშვენებათა ფონზე გადაღებული ფოტოების მიუხედავად, მაინც სხვანაირად გვიზიდავს და გვხიბლავს აღმოსავლური კულტურა თავისი დიდძალი სიმდიდრით, სიბრძნით და საუკუნეთა განმავლობაში შემონახული წეს-ჩვეულებებით.

2016 წლის 26 თებერვალი

12 საათი და 53 წუთი

ვზივარ სამსახურში და ჩემს თანამშრომელ ირინასთან ერთად ვცდილობ ნეთბუქის ამუშავებას, მაგრამ – უშედეგოდ! ამ დროს  საბა მირეკავს: „ლაშა, სად ხარ? ავტობუსი პირველზე გადის, ხომ გახსოვს?!“

საბა ჩემი ახლო მეგობრებიდან ყველაზე ორგანიზებულია, თან საერთაშორისო სამართლის უბადლო მცოდნეა, რაც მასთან ერთად მოგზაურობისას დიდ კომფორტს გიქმნის. ამ შემთხვევაშიც მზად აქვს მIran 20ოგზაურობის ზუსტი საფასური (266 ლარი – ორივე გზა) და ყველა საჭირო ნივთი; მხოლოდ პასპორტებზე არ ვსაუბრობთ, ამის მიზეზს კი – მოგვიანებით წაიკითხავთ.

ორთაჭალის სადგურისაკენ თავქუდმოგლეჯილი სირბილისა და ადგილის დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ბორჯომში შევისვენეთ. მგზავრები ნელ-ნელა ვიწყებთ იმ ადამიანების გაცნობას, რომლებთან ერთადაც დიდი გზა გვაქვს გასავლელი. პირველი თანამგზარი არის ალი. ალი ძალიან განათლებული ირანელია, რომელიც ხშირად ჩამოდის საქართველოში, რამდენიმე წლის წინ რაჭველი ანა შეუყვარდა და თბილისში იქორწინეს კიდევაც. რა თქმა უნდა, ალის რამდენჯერმე აქვს ნანახი  „რაჭა, ჩემი სიყვარული“!

საქართველოსა და თურქეთის გასაყარი

რამდენიმე საათში ვალეში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე ვართ. ქართველი მესაზღვრე აქტიურად ფურცლავს ჩემს ვიზებს და ბეჭდის ჩარტყმამდე მეკითხება, რამდენი ენა ვიცი; რამდენიმე მეტრის შემდეგ კი უკვე თურქი მესაზღვრე აკვირდება ჩემს პასპორტს და არაფერს მეკითხება, მე კი მის ზურგსუკან ჩამოკიდებულ სურათს ვუყურებ, საიდანაც ათათურქი გვიცქერს.

მათ, ვისაც ჩემსავით არასოდეს გადაგიკვეთიათ სახმელეთო საზღვარი, ალბათ გაინტერესებთ, იცვლება თუ არა გარემო/ბუნება/არქიტექტურა/ადამიანთა გარეგნობა ხაზის მეორე მხარეს?! ხოდა, ზუსტად ამ დაკვირებასა და ფიქრებში ვიყავი, როცა უკვე ყარსში აღმოვჩნდით.

ყარსის რესტორანში ჩაი თურქულ ყაიდაზე მოგვართვეს და უფასო wifi-თ სარგებლობის ბედნიერებაც გვამცნეს. „ჭკვიანი/სმარტ“ ტელეფონების უჭკუო და უნიათო ელემენტი სოციალურმა ქსელებმა მალევე ,,დასცეს ბეჭებზე“ და მგზავრებმა ისევ ერთმანეთთან დაიწყეს საუბარი. ისე, ქართველები სულ ვცდილობთ უცხოეთში ჩვენებურები ვიცნოთ და გამოველაპარაკოთ; ხოდა, სწორედ ამ ლოგიკით და ბუნების კარნახით ჩავთვალეთ, რომ რესტორანში მომუშავე ერთ-ერთი პირი ქართველი იყო და ვკითხეთ კიდევაც. ბიძიას ძალიან გაეხარდა მშობლიური ენის გაგება, რადგან თურმე ამ მხარეში ნაკლებად ხვდებიან ქართველები. როგორც გვჩვევია, გული გადაგვიშალა და გამოგვკითხა როდის დავბრუნდებდით უკანა გზაზე, რათა ისევ ვენახეთ.

ყარსიდან გამომგზავრებამდე ინსტაგრამზე მოვახერხე შესვლა და ანდრიას გავუგზავნე შეტყობინება. ანდრია ფერეიდნელი ქართველია. სამშობლოში, არც ის და არც მისი ოჯახის წევრი, არასოდეს ყოფილა, თუმცა გამართულად წერს და კითხულობს ქართულად. ანდრია გულმოდგინედ გველის ისპაჰანში და ერთი სული აქვს, ქართულად გვესაუბროს. ფერეიდნელი ქართველების გაცნობა უმთავრესი მიზანია ჩემი ირანში სტუმრობის, მინდა თავად ვნახო მათი ტრაგიკული, ხოლო დღეს უკვე – რომანტიზირებული ამბავი.

თურქეთისა და ირანის გასაყარი

არ მახსოვს რამდენი საათი გავიდა ქართველ ბიძიასთან დამშვიდობების შემდეგ, როდესაც მძღოლმა ხმაურიანად გაგვაღვიძა. საათს დავხედე: 03:45 მიჩვენებდა. ფანჯრიდან უშველებელი, მართლაც რომ, ცამდე აზიდული თოვლიანი მთები და სატვირთო ტრანსპორტის უშველებელი კოლონა მოსჩანდა.

„ყველაფერი აიღეთ და ისე ჩამოდით, ღმერთმა უწყის, რამდენი ხანი გაგვაჩერებენ საზღვარზე! კარგი ინგლისურით ნუ დაელაპარაკებით მესაზღვრეებს და, საერთოდ, ქართულად უპასუხეთ მათ კითხვებს!“ – გვეუბნება ერთ-ერთი მგზავრი.

თურქეთის მხარემ მალევე გაგვატარა და მანამ, სანამ თურქეთი-ირანის დამაკავშირებელ გასასვლელში გავივლიდით, ერთ საინტერესო რამეს მოვკარით თვალი: ირანულ მხარეზე გადასვლამდე ყველა ქალი თმას და ყელს თავსაბურავით იფარავდა.

ღამის 4:30 საათია და დგახარ ადგილას, რომლიდანაც რამდენიმე ნაბიჯით უკან თურქეთში, ხოლო ხუთიოდე ნაბიჯით წინ კი ირანში ხარ, ხოლო ამ ნაბიჯების მიმართულებას  ირანელი მესაზღვრე წყვეტს, რომელიც არსად ჩანს. აბა, ვის უყვარს ლოდინი? – არც არავის! ლოდინის დროს იმდენი რამე გახსენდება და წარმოიდგენ, რომ შესაძლოა ვუდი ალენსაც კი მიაწოდო კარგი ჩახლართული სცენარი. ჩემი და საბას სცენარი კი ასეთია: პატიოსანი მოქალაქეები ვართ და ძალიან გვინდა ირანის ნახვა, მაგრამ ის მოარული ჭორი გვაწუხებს, რომ აშშ-ს და ისრაელის ვიზების მფლობელებს ქვეყანა არ უშვებს; ხოდა, 90-იანების პურის რიგებს გამოვლილი ბალღები, ვდგავართ და ველით მესაზღვრეს, საბა ისრაელის ვიზით, მე კი აშშ-ს ვიზიანი პასპორტით.

დიდება, ღმერთს! გამოჩნდა მესაზღვრე, რომლის ჟესტიკულაციაც გვიბოდიშებს, რომ გვალოდინა. „საბა, ამას ფლოსტები აცვია, თუ მე მეჩვენება?!“ – ვეკითხები საბას. ძვირფასო მკითხველო, დიახ, მესაზღვრე რომელსაც ასეთი კრძალვით ველოდით აღმოჩნდა ჩვეულებრივი ახალგაზრდა, რომელსაც წინდების გარეშე ეცვა ფლოსტები. ძალიან საინტერესოა ადამიანის ბუნება, რომელიც მუდმივად რამე დადებითის მოლოდინშია, რათა როგორმე უკეთეს ხასიათზე დადგეს. ჩვენც ჩავთვალეთ, რომ ასეთი ოდნავ კურიოზული მომენტი აუცილებლად რამე კარგის მომასწავებელი იყო და ბატონ მესაზღვრეს ამაყად მივაწოდეთ ჩვენი პასპორტები.

რამდენიმე წამში გაგვატარეს.

დერეფნის ბოლოში ალი შეგვხვდა და ღიმილით გვითხრა – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ირანში!“. ტელეფონს დავხედე და მისი ეკრანიდან Magti-ის ნაცვლად Irancell (როუმინგი მუშაობს) და ახალი დროის სარტყელი (ქართულ დროს – 30 წთ) მიცქერდა.

ირანი – ხედებისა და კონტრასტების მატრიცაIran 17

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში შემავალი ტრანსპორტი მკაცრ კონტროლს გადის და, შესაძლებელია, ერთიდან სამ საათამდე მოგიხდეთ ლოდინი, რომელიც ხშირად მგზავრების რაოდენობაზე არის დამოკიდებული. მოსაცდელში იყიდება ჩაი და უამრავი სასუსნავი, ხოლო გადახდა მხოლოდ რიალში (ადგილობრივი ვალუტა: 1 აშშ დოლარი = 3 500 რიალი) ხდება, ასე რომ, ჩაის დასალევად 15 000 რიალი მაინც უნდა იქონიოთ თან.

Iran 25საკრედიტო ბარათები, ვალუტის გადასახურდავებელი პუნქტი, უკაბელო ინტერნეტი? გრძელვადიანი სანქციების შედეგად ირანში საერთაშორისო საკრედიტო ბარათები არ მოქმედებს და, შესაბამისად, ვერაფერში გამოიყენებთ. ვალუტის გადასახურდავებელი პუნქტი საზღვარზე არ არის, ასე რომ, მანამდე მოიმარაგეთ რიალები. ირანში უკაბელო ინტერნეტი სანთლით საძებარია და მისი პოვნა ხშირად ბაზალეთის ტბის ფსკერზე არსებული ოქროს აკვნის პოვნის ალბათობას უდრის.

Iran 7Iran 19

ვაგრძელებთ გზას და მალე ვჩერდებით ქალაქ თაბრიზში, რომელიც ირანელი აზერბაიჯანელებით დასახლებული ქალაქია. ჩემთვის აღმოსავლურ კულტურასთან გაცნობა, სწორედ, ირანული რესტორნებიდან იწყება: ვრცელი და ლამაზი ხალიჩებით გაფორმებული ტახტები, რომლებზეც ადამიანები ფეხმორთხმულები შეექცევიან დიდ ლანგრებზე მორთმეულ საჭმელს; სპარსული ელემენტებით გაფორმებული ჩაის ჭიქები და მათ დასატკბობად გამოყენებული შაქარყინული. დიახ, ნამდვილი შაქარყინული. ირანელებს ტკბილეულის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, განსაკუთრებით კი – მგზავრობისას, რადგან, მათი აზრით, შორი მანძილის გავლისას ტვინს აუცილებლად ესაჭიროება ტკბილი.
აღმოსავლური კულტურის გემრიელი ნაწილი მალე რიჟრაჟზე გამოჩენილმა აღმოსავლურმა ხედებმა ჩაანაცვლეს. უდაბნო. ხრიოკი მიწა. კანტიკუნტად გაფანტული და გამხმარი ხეები. თაკარა მზე. მშრალი სიცხე. მძიმე ჰაერი. თუ ამ ყოველივეს ირანში ხედავ და თან საქართველოდან ხარ, ავტომატურად სპარსეთში გადასახლებული ქართველები გახსენდებიან … მათ, შენგან განსხვავებით, ფეხით მოუწიათ ამხელა მანძილის გავლა, ხოლო შენ კი იმაზე წუწუნებ, რომ კომფორტულ ავტობუსში წამოკოტრიალებულს სიცხე გაწუხებს! შეუძლებელია, ამ ხედებმა ისტორიის გაკვეთილები არ შეგახსენოს და პრაქტიკული მაგალითით არ მიგახვედროს, თუ რატომ იყო ჩვენი ყვეყანა ასეთი სასურველი „საომარი ლელო“.

Iran 1… ავტობუსის მზის სხივებისაგან გახურებულ მინაზე თავი მაქვს მიდებული და მეჩვენება, რომ გზა აღარ მთავრდება! ჩემი ქართლელი პაპა სულ იმას მასწავლიდა, რომ რაც არ უნდა ცნობისმოყვარე იყო – იმდენი კითხვა არ უნდა დაუსვა სხვას, რომ შემდეგზე შენი დანახვისას გახარების ნაცვლად, შეწუხებული სახით მოგესალმოს! მე კი 1000 კითხვა დავუსვი მგზავრებს და ამ კითხვა-პასუხის რეჟიმს საბას ძილიც შევწირე.

Iran 13ნელ-ნელა ჩვენს ყურადღებას არქიტექტურა იქცევს და გაოცებული ვრჩებით ირანული მეჩეთების მედიდურობითა და მდიდრულობით; მაღალი, ფართო, ყველაზე ხილვად ადგილებში აღმართული სალოცავები, რომელთა უმრავლესობა კაშკაშა ოქროსფერშია გახვეული და მცხუნვარე მზის ფონზე ისე ბრწყინავენ, რომ თითქოს მზესა და დედამიწას შორის კავშირს – სწორედაც რომ, ისინი ამყარებენ.

აკლიმატიზაცია, ანუ თეირანული წესრიგი
მეჩIran 26ეთების სიხშირე და გზებზე გამოფენილი ირანის უამრავი დროშა თეირანთან მიახლოებას გამცნობთ. Iran 15სადგურში ტაქსის მძღოლები იმაზე ათჯერ უფრო გამეტებით გესევიან, ვიდრე მახინჯაურის სადგურზე. სასტუმრომდე მისასვლელი ტაქსის საფასური გადაგვიხადა ჩვენმა ახალმა მეგობარმა და საქართველოს დიდმა გულშემატკივარმა – ალიმ. რჩევებიც მოგვცა და დროებით დაგვემშვიდობა.

Iran 14თეირანის ქუჩები? … შუქნიშანი, მოძრაობის წესები; ნუ დათვლით თქვენ გარშემო მოძრავ მოტოციკლეტებს და იცოდეთ, რომ მთავარია როგორ გადადიხართ ქუჩაზე და არა – როდის! ქალაქში უამრავი ყვითელი ტაქსი შეგხვდებათ და ეს, გარკვეულწილად, კომფორტსაც კი შეგიქმნით: თქვენი გადაადგილება მეტნაკლებად უსაფრთხო მაინც იქნება.

სასტუმროები ირანში? უამრავია! ინტერნეტით გაგიჭირდებათ მოძებნა, მაგრამ ადგილზე უამრავს შეხვდებით. აბაზანა და საპირფარეშო ძირითადად სხვა ბინადრებთან საერთოა.Iran 5

ირანი ისლამური რესპუბლიკაა და თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით რელიგიური შინაარსის წარწერებსა და ფოტოებს. ირანი ცდილობს განსაკუთრებული პატივი მიაგოს ომებში დაღუპულ ადამიანებს და მათ ფოტოებს ხშირად შეხვდებით ქუჩებსა თუ საცხოვრებელ შენობებზე.

მკაცრი რელიგიური კანონები ვრცელდება უამრავ საკითხზე, მაგალითად:

ქალთა უფლებები – მეტროში, რომელიც ნამდვილად მაღალი სტანდარტებით არის მოწყობილი, ქალებს საკუთარი მოსაცდელი ადგილები და სამგზავრო ვაგონები აქვთ. ხდება ისეც, რომ ქალებისა და მამაკაცებისათვის განკუთვნილი ვაგონი საერთოა და ნუ გაგაკვირვებთ შუაში გატარებული რკინის ჟალუზი. Iran 18ისე, ქალბატონები ძალიან მოდურად იცვამენ და თავსაბურავსაც სანახევროდ ატარებენ, ძირითადად  – ახალგაზრდები. ხო, მართლა, ქალებს ხელს ნუ ჩამოართმევთ და ძალიან ახლოს ნუ მიუსხდებით.

Iran 8
სპარსული
სასახლეები

ირანში უამრავი სასახლე, დარბაზი და შენობა-მუზეუმი გელით, რომელთა ნახვით მიღებული შთაბეჭდილება თქვენთვის მომინდვია. პიონერთა სასახლის სარკეებიანი დარბაზი თუ გინახავთ, მასზე უამრავჯერ უფრო მდიდრული და მასობრივი სანახაობა წარმოიდგინეთ.

პირადად მე, თვალში მომხვდა ამ დარბაზებში გამოფენილი დიდძალი ,,ნადავლი’’, რომელიც სხვა ქვეყნებიდან მოხვდა ირანში, საჩუქრის გადაცემის თუ სხვა გზით.  Iran 11ირანში იმდენი მუზეუმია, რომ ნამდვილად ყველა  ინტერესის და გემოვნების მქონე ადამიანზე არის მორგებული.

თეირანში აუცილებლად ესტუმრეთ გოლესტანის, ანუ ვარდების ბაღის სასახლეს, ხოლო ისპაჰანში  – შაჰ-აბასის სასახლეს.Iran 3Iran 28

თუ თეირანში დიდი ხნით მოგიწიათ გაჩერება, ან ავტობუსით იმგზავრეთ – აზადის მონუმენტი არ გამოგრჩეთ. მონუმენტი ძალიან ახლოს არის ავტოსადგურთან. მონუმენტის გარშემო ლამაზი სკვერია გაშენებული და ადგილობრივ ახალგაზრდებში დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.Iran 4

რა ვჭამოთ/დავლიოთ ირანში და რა – არა

ალკოჰოლი? – არავითარ შემთხვევაში! მართალია, შეიძლება ვინმემ შემოგთავაზოთ მისი მოპოვება (შავ ბაზარზე), მაგრამ შედეგი იმდენად რთული შეიძლება იყოს, რომ სჯობს, არც კი სცადოთ. თუმცა, ირანში ძალიან გემრიელი არაალკოჰოლური ლუდი „დელსტერ“ აქვთ, რომელსაც სხვადასხვა არომატი აქვს.Iran 33

თუ ხორცს არ ჭამთ გაგიკვირდებათ იმის გაგება, რომ ირანში ძალიან კარგ ვეგეტარიანულ პიცებს აკეთებენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე. თუ არ გსურთ რესტორანსა და კაფეში დროის კარგვა, მაშინ შეგიძლიათ, ქართული შოთის მსგავსი პური იყიდოთ იქვე, თონეში. ჩვენი შოთისაგან გასხვავებით, ის ბევრად უფრო ჯანსაღია (ცომს არ აფუებენ) და თან ცეზამის მარცვლებით არის დაფარული.

საჭმლის შეკვეთაზე ერთი კურიოზი გამახსენდა: შევდივართ რესტორანში და მეპატრონეს ვთხოვთ ინგლისურ მენიუს. როგორც იქნა, გაიგო, რა გვინდოდა და გვანიშნა- „ერთი წუთი დამელოდეთო“. გამოვიდა დახლიდან, ებოდა, როგორ ვარჩევდით საჭმელს.  მოგვკიდა მაჯაში მაგრად ხელი, 12801233_10153213421016371_46493125280058783_nშეგვიყვანა სამზარეულოში და ყველა საჭმელი სათითაოდ დაგვათვალიერებინა. მთელი რესტორანი ჩვენ დაგვყურებდა თავზე და გვაკვირდ

სპარსული არ იცით?

გამგზავრებამდე აუცილებლად ჩაიკითხეთ ის სიტყვები, რაც ქართულ და სპარსულ ენებს საერთო აქვს. თუ ჯიხურში ეტყვით „ფულის დახურდავება“-ს, მაშინ, ჩათვალეთ, რომ სპარსულად გითქვამთ, რადგან ფულიც და ხურდაც სპარსული სიტყვებია. ხანჯალი, ნამუსი, ჩანგალი, ლაშქარი – მხოლოდ რამდენიმეა იმ უამრავი საერთო სიტყვიდან.

ისე, გაგიკვირდებათ და ირანIran 12ში არაერთ ეკლესიას ნახავთ. ერთად ორ რუსულ და ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიას კი აშშ-ს ყოფილი საელჩოს მოპირდაპირე ქუჩაზე იხილავთ. აშშ-ს ყოფილი საელჩო მეტად საინტერესო ადგილია თავისი ახლანდელი დატვირთვით და კედელზე გაკეთებული წარწერებითა და ჩანახატებით.

სად წავიდეთ საყიდლებზე?

Iran 9აუცილებლად ბაზარში! ირანული ბაზრები ძალიან საინტერესო სანახაობაა. აქ ერთად იხილავთ ტკბილეულის, სპარსული ხალიჩების და ოქროულობის დახლებს. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ თქვენს ნივთებს და კარგად დაიმახსოვრეთ გასასვლელები, რადგან ძალიან მარტივია ბაზრის ლაბირინთებში დაკარგვა, მისგან თავის დაღწევა  – მეტად რთული.

400 წლის უნახავი სამშობლოს სიყვარული

ის-ის იყო სასტუმროდან ბარგი ავიღეთ და გამოვედით, რომ ინსტაგრამზე შეტყობინება მოვიდა: „ბიჭო, 10:30-ზე ვიქნები იმიტომ, რომ ძალიან დიდი traffic არის.“ სანამ ისტორიას გავაგრძელებ მოგახსენებთ, რომ ირანში სოც. ქსელები და უცხოური არხები დაბლოკილია და მხოლოდ ინსტარგამის გამოყენებაა უსაფრთხო. ქართულ ენაზე აკრეფილი წერილი ჩემს ინსტარგამ-მეგობარ ომიდ მაჰდავს ეკუთვნოდა.

ომიდ 1მე და საბა ომიდის სანახავად გავემართეთ მოედნისაკენ, მაგრამ გზაში გაგვახსენდა, რომ მისთვის ნომერი არ გამომირთმევია. ისევ ჩვენებური ჩვეულება რომ გავიხსენოთ – უცხოეთში აქტიურად ვეძებთ ჩვენიანებს და გვგონია, რომ მრავალმილიონიან ქალაქებშიც მარტივად ვიცნობთ ქართველს. ამჯერადაც ასე მოხდა და ომიდი მარტივად ვიცანით.

„გამარჯობა, მე ომიდი ვარ, ანუ იმედა. ქართულად კარგად არ ვლაპარაკობ.“ – მოგვესალმა იმედა. იმედამ ისიც გვამცნო, რომ ქუთაისური აქცენტის გაგება ცოტა უჭირს ))

ჩვენდა გასაკვირად ძალიან კარგი ქართულით განაგრძო ჩვენთან საუბარი. იმედა გვარად ასლანიშვილი აღმოჩნდა, დედა ონიკაშვილი ჰყავს. რამდენი რამ გვსმენია ფერეიდნელი ქართველების შესახებ და მაინც – ამ ყოველივეს ცოცხლად ნახვა სჯობს!

იმედას ქართულს ეტყობოდა, რომ მას არ გაუვლია რუსიფიკატორული პოლიტიკა: არც 90-იანი წლების შემდგომი „სლენგი“ გარევია მას. ვიცი როგორ გაინტერესებთ რამდენიმე ისეთი სიტყვის გაგონება, რომელსაც ჩვენ აღარ ვიყენებთ, ან სხვანაირად ვამბობთ:

მოხუცი ქალი – ბერდედაკაცი;

მიყვარს – მიყორს;

ცოლი – დედაკაცი;

ვაჟიშვილი/ქალიშვილი – ყმაწვილი;

ახალგაზრდა – ჯეელი;

ჩვენი – ჩუნი;

მსუქანი – ჩადგმული;

მაქვს/გაქვს – მაქ/გაქ;

(პირის ნიშნების გარეშე), ასეთივეა: წავიდეთ – წაიდეთ;

გავიდეთ – გაიდეთ;

ხახვი – ხახი;

როგორ მიხარია – რა მიხარია;

კიბე – ფილაქანი;

სახლი – შინ;

მე გეპატიჟები – მე მესტუმრე.

Iran 23იმედა გვიყვებოდა, თუ რამდენად რთულია დარჩე ქართველად ირანში და როგორ ცდილობს ხალხი ქართული წეს-ჩვეულებების შენახვა/განვითარებას. ქართველები უკვე დიდი ხანია, რაც ისლამზე გადავიდნენ და ბევრი მათგანი საკმაოდ მორწმუნეც კი არის, მათ შორის – იმედაც. ყოფილა ისლამიდან ისევ ქრისტიანობაზე გადმოსვლის შემთხვევებიც, თუმცა ეს ძალიან სახიფათო თემაა ისლამურ რესპუბლიკაში, სადაც რელიგიის შეცვლა სიკვდილით ისჯება …

ირანის ქართველობა საკმაოდ წარმატებულია. იმედას სერიოზული წარმატებები აქვს ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ასევეა ანდრია იოსელიანიც (ადი იასლიანი) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეპერი. რეპი ქვეყანაში ბევრი შეზღუდვით სარგებლობს, მაგრამ ანდრიას თავისი საიდუმლო აქვს. სპარსულის გარდა, ქართულ ენაზეც რეპავს და ამით მისი დიაპაზონი კიდევ უფრო იზრდება.

ისინი, ვინც Iran 22ახლა ამ ბლოგს კითხულობთ, ალბათ დაინტერესდით, თუ რატომ არ აქვს იმედას თავისი ოფიციალური სახელი და გვარი ქართულ ყაიდაზე?! მოკლედ, ირანში არსებობს ერთი წიგნი, რომელშიც მითითებულია თუ რა სახელების დარქმევა შეიძლება ირანში … მხოლოდ სახელი თამარი არის ჩვენსა და ირანს შორის საერთო, სწორედ ამიტომ ბევრ იქაურ ქართველს შეხვდებით ამ სახელით.

ვესაუბრებით იმედას და არ გვჯერა, რომ ამ ბიჭის წინაპარი, მისი ჩათვლით აგერ უკვე 400 წელია, რაც საქართველოში არ ყოფილა. ბიჭი, რომელსაც უნახავად უყვარს სამშობლოს მიწა და ენა, იმის მიუხედავად, რა აღმსარებლობის არის ის. ძალიან უყვარს ხინკალი და მის მიერ გადაღებულ ვიდეოს მაჩვენებს, თუ როგორ აყრის ხორცს „ცომსა ზედა“ მისი მეზობელი.

გვერდიდან არ გვშორდება და სულ იმას გვიმეორებს, თუ როგორ უხარია ქართულ ენაზე ლაპარაკი. ვიდეოს გვიღებს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი რამ თქვას და ჩვენი საუბარიც ჩაიწეროს. პირობას დებს, რომ ზაფხულში აუცილებლად ჩამოვა თავის ისტორიულ სამშობლოში, რომელიც დაუსწრებლად ასე ძალიან უყვარს და ეამაყება.

იმედას მისთვის და მისი ძმებისათვის საჩუქრები მივეცით. ძალიან უხარია საჩუქრები და სამაჯურზე ამოტვიფრულ ქართულ წარწერებს გვიკითხავს …

ფერეიდნელ ქართველებთან საუბრის ხვდები, თუ რამდენი ხანი ელიან იმას, რომ ვინმე შესთავაზებს უკან, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას და ისინიც დიდი სიამოვნებით გამოემართებიან; თუმცა, ძალიან უნდათ ეს იქამდე მოხდეს, სანამ გლობალიზაცია და ასეთი ჩქარი ტემპებით მიმდინარე ასიმილაცია მათაც მისწვდებათ.

უკან სამშობლოში

Iran 21გზად ისევ ხრიოკი და უწყლო ხედები იშლება და თავის შექცევის მიზნით, გადაღებული ფოტოების თვალიერებას ვიწყებ; ამ დროს ერთ-ერთი მგზავრი, მაყვალა დეიდა მაწვდის ტყლაპს, თურმე, ისიც აღმოსავლური კულტურიდან შემოვიდა ქართულ მიწაზე. ამ ორ ქვეყანას შორის ამდენი საერთოს მიუხედავად, ისევ იმედას სიტყვები მახსენდება: „მგონი, არავის არ უნდა, რომ ჩვენ ქართველებად დავრჩეთ, მაგრამ ჩვენ მაინც ვიქნებით“! იმედასაც და ანდრიასაც უყვართ და ენატრებათ ის ქვეყანა, რომელიც მათ წინაპარს აგერ უკვე 400 წელია არც კი უნახავს, თუმცა თითქოს ახსოვს და უფრთხილდება. ეს ორი ბიჭია ჩემთვის იმის უტყუარი დასტური, რომ გენი მახსოვრობას ატარებს.Iran 29

საქართველოს მესაზღვრეს ამაყად ვაწვდი პასპორტს და მიხარია, რომ სამშობლოში ვარ, რომელიც თავისი ცუდით თუ კარგით – ჩემია და ოსმალეთის, სპარსეთის და რუსეთის იმპერიებს მაინც გადაურჩა!